ganaTleba
ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლება ყველას!
ცვლილებები რეალური შედეგისთვის!
„საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა მიეცეს თავისი ნიჭისა და უნარის სრულად გამოყენების საშუალება. ჩვენ მაღალგანვითარებულ ქვეყნად უნდა ვიქცეთ. ჩვენ შევქმნით და განვავითარებთ თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ჩვენ 21-ე საუკუნეში სწორედ განათლებით დავიმკვიდრებთ ღირსეულ ადგილს ცივილიზებულ სამყაროში“.
ბიძინა ივანიშვილი
- განათლება სამწუხაროდ არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. ძვირია სახელმძღვანელოები, ყოველწლიურად იზრდება იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც დაწყებით განათლებასაც კი ვერ იღებენ
- „საჩვენებელი სკოლების“ გარდა, მოსწავლეთა ნაწილს კვლავ დანგრეულ და გაყინულ შენობებში უწევს სწავლა
- საშუალო სკოლებში მოუწესრიგებელია სასწავლო პროგრამები
- ხდება პედაგოგების პოლიტიკური ნიშნით შერჩევა და, შესაბამისად, დაუცველია მათი, როგორც დასაქმებულთა, უფლება
- უმაღლესი სასწავლებლები არ არიან დამოუკიდებლები, მათი მართვა ცენტრალიზებულია, უკიდურესად პოლიტიზებულია სტუდენტური თვითმმართველობები
- სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები ვერ უზრუნველყოფენ კონკურენტუნარიანი კადრების აღზრდას.
ჩვენ ამას შევცვლით!
ჩვენი მიზანია ისეთი საგანმანათლებლო სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ყველასათვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი განათლების მიღებას
- საჯარო ბაგა-ბაღები გახდება უფასო
- ყველა სოფელს/თემს ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა
- განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მაღალმთიანი რეგიონების სკოლებს
- მასწავლებლების შერჩევა მოხდება მხოლოდ მათი პროფესიონალიზმის მიხედვით
- მნიშვნელოვნად გაიაფდება სახელმძღვანელოები; მათი ნაწილი იქნება უფასო, შეღავათები დაწესდება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის
- ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება გათავისუფლდება პოლიტიკური წნეხისაგან
- უნივერსიტეტებს ექნებათ რეალური ავტონომია
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაუბრუნდება სამეცნიერო-კვლევითი ფუნქცია
- გაიხსნება ახალი, მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე უმაღლესი დაწესებულებები
- კონკურენტუნარიანი გახდება პროფესიული განათლება
ჩვენ ვიცით, როგორ შევქმნათ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების სისტემა!ჩ
ვენ ვიცით, როგორ ავიხდინოთ ქართული ოცნება!