სატესტო რეჟიმი
 
 
„ამ რეჟიმმა წამართვა ნახევარი სიცოცხლე !“
 
2012.09.20
„ამ რეჟიმმა წამართვა ნახევარი სიცოცხლე !“

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს კადრებს გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, სადაც  ჟურნალისტი პატიმრის ერთ-ერთი მშობლის დაჟინებული მოთხოვნით დაწესებულების ეზოში მდგარ მანქანაში მოთავსებული პატიმრების სანახავად შეუშვეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გლდანის ციხიდან ორი პატიმარი გადაიყვანეს. ერთ-ერთი - გვარად ნიკოლაიშვილი საბადრაგო მანქანაში ყვიროდა, რომ ციხის თანამშრომლები ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მაგრამ მას უკვე  არაფრის ეშინია.  „ამ რეჟიმმა წამართვა ნახევარი სიცოცხლე“ ! - განაცხადა მან.

იტვირთება...
<<დაბრუნება