07 ოქტომბერი, 2020
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს’ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის ვიცე - სპიკერი კახაბერ კუჭავა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის საპარლამენტო სიის პირველი ოცეულის წევრებთან, მაკა ბოჭორიშვილთან და გივი მიქანაძესთან ერთად ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ჯილიან სტირკს და პოლიტიკურ საკითხებში ანალიტიკოს ალი ვერჯეს შეხვდნენ.
,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე, წინასაარჩევნო გარემოსა და მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.