21 ნოემბერი, 2020
გვინდა გაგაცნოთ არჩევნების წინასწარი შედეგები. შემოსულია უკვე 300-ზე მეტი უბნის მონაცემები, ოქმების მიხედვით.
აქტივობას რაც შეეხება, იყო საკმაოდ მაღალი აქტივობა იმ ფონზე, რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე, საჯაროდ. 563 000-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნების მე-2 ტურში.
მადლობას ვუხდით მათ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის. დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა “ქართული ოცნების” კანდიდატებს დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების" კანდიდატებს აღნიშნულ 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, ამით ჩვენ გავიმეორეთ ის შედეგი, ხმების თვალსაზრისით, რაც გვქონდა არჩევნების პირველ ტურში ამავე ოლქებში.
კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდით ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის. როგორც უკვე აღვნიშნე, 17-ვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დამაჯერებლად იგებს დიდი უპირატესობით ამ არჩევნებს.