×

02 ივნისი, 2014

საქართველოში ანგელა მერკელის ინიციატივით საქართველო-გერმანიის ეკონომიკური ფორუმი გაიმართება

საქართველოში ანგელა მერკელის ინიციატივით საქართველო-გერმანიის ეკონომიკური ფორუმი გაიმართება - აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს მიიღო.შეხვედრაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა გამოხატა მზადყოფნა ეწვიოს საქართველოს არაუგვიანეს 2015 წლის გაზაფხულისა. საქართველოში ვიზიტის მიწვევა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან მიიღო.

 

"საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს ანგელა მერკელმა პირველივე წუთს გამოთქვა მზადყოფნა განსაკუთრებული დახმარება გაუწიოს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. სწორედ ამ მიზნით მისი ინიციატივით და ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოში ჩატარდება საქართველო-გერმანიის ეკონომიკური ფორუმი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს გერმანიის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ"- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილემ.