×

06 თებერვალი, 2023

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდა

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდა.

სხდომაზე უმრავლესობის წევრებმა მხარი დაუჭირეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას საწვავის და სურსათის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ პრემიერის ამ ინიციატივას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივების თვალსაზრისითაც.

სხდომაზე საუბარი შეეხო ცესკო-ს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველთა 90%-ს საშუალება ექნება თავისი არჩევანი ელექტრონული წესით გააკეთოს. ასევე ისაუბრეს ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების მიმდინარეობაზე და სხვა აქტუალურ პოლიტიკურ თემებზე.

უმრავლესობის წევრებმა იმსჯელეს 2023 წლის საგაზაფხულო სესიის პირველი კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე.

7 თებერვალს, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში“ ცვლილებების შესახებ, „საარჩევნო კოდექსში“ გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებულ ცვლილებს და სხვა კანონპროექტებს. ხვალვე დეპუტატები პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის ანგარიშს მოისმენენ.

8 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ მოხსენებას წარადგენს.