15 ივნისი, 2014
ამ დროისთვის არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს, რასაც როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლებიც ადასტურებენ.
ადგილი ჰქონდა რამდენიმე დარღვევასა და ინციდენტს, რომელთა აღმოფხვრა საარჩვევნო ადმინისტრაციებმა და შესაბამისმა უწყებებმა დროულად მოახერხეს და პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა. სამართალდამცავმა ორგანოებმა ინციდენტებზე სწრაფი რეაგირება მოახდინეს და ყველა შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება.
ზოგიერთი ოპოზიციური ძალა ცდილობს დაძაბოს სიტუაცია. ისინი ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები კანონდარღვევით აწარმოებენ აგიტაციას და ზეგავლენას ახდენენ ამომრჩევლის ნებაზე.
გვინდა განვმარტოთ, რომ არჩევნების დღეს წინასაარჩევნო აგიტაცია და საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო ატრიბუტიკის გამოყენება აკრძალულია მხოლოდ კენჭიყრის შენობაში.
ის ფაქტი, რომ ჩვენი აქტივისტები აწარმოებენ კენჭისყრის შენობის გარეთ უბანზე გამოცხადებული ამომრჩევლების დამატებით აღრიცხვიანობას, არ წარმოადგენა კანონდარღვევას და სრულად შეესაბამაბება საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს. მსგავსი ქმედება არჩევნებში მონაწილე ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს შეუძლია განახორციელოს, ვისაც ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში მიღება სურს.
აქვე, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს და პოლიტიკური პარტიის აქტივისტებს, თავი შეიკავონ კენჭისყრის შენობაში კანონით აკრძალული ქმედებების განხორციელებისგან და არ შევიდნენ კენჭისყრის შენობაში სააგიტაციო მასალით.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი და საკუთარი არჩევანი გააკეთა, ხოლო ვისაც პოზიცია ჯერ კიდევ არ დაუფიქისირებია, აქტიურობისკენ მოვუწოდებთ.