06 მაისი, 2014
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გოგლა ჟვანიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად ალექსანდრე გრიგალავა წარადგინა.
„კოალიციაში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი განიხილებოდა მარტვილის გამგებლის კანდიდატად, თუმცა არჩევანი შეჩერდა მათ შორის ყველაზე ღირსეულზე მე კი მხვდა პატივი, რომ ისამომრჩევლებისთვის წარმედგინა. ვფიქრობ ყველა ის გეგმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ იყო დასახული განხორცილდება მარტვილის მუნიციპალიტეტშიც“, - განაცხადა დეპუტატმა.
გამგებლობის კანდიდატმა ამომრჩევლებს მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა გააცნო: „მარტვილის რაიონი არის აგრარული რაიონი, ამიტომ ჩემი უმთავრესი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ინვესტორები შემოვიყვანოთ რაიონში და სოფლის მეურბნეობა ფეხზე დავაყენოთ“.