08 სექტემბერი, 2016
„ჩვენ წარვადგინეთ დღეს ჩვენი პარტიული სია საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენი სია დაკომპლექტებულია გამორჩეული ადამიანებით, ღირსეული ადამიანებით, ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით განახლების საჭიროებაზე. განახლებაც არის ის შედეგი, რომელიც არის მიღწეული. ჩვენ ჩვენი დაპირება ამომრჩევლის წინაშე შევასრულეთ, განახლებული, ძალიან ღირსეული სიით წარვდგებით ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის წინაშე და ეს გახდება ერთ-ერთი საფუძველი ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვების ამ არჩევნებში. ჩვენს საპარლამენტო სიაში 155 ადამიანია წარმოდგენილი.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.