×

28 ივლისი, 2017

თბილისში სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო-სასტუმრო ცენტრი აშენდება

თბილისში სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო-სასტუმრო ცენტრი აშენდება. „ბედნიერი სახლის“ საძირკველში დღეს მემორიალური კაფსულა მოთავსდა. ღონისძიებას, მიწვეულ სტუმრებთან ერთად, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დაესწრო.


სოციალური პროექტის- „ბედნიერი სახლის“ ინიციატორი ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდია. სარეაბილიტაციო სასტუმრო-სახლი ერთდროულად 20 ბავშვს და მათ მშობლებს გაუწევს მომსახურებას. ასევე იმოქმედებს დღის ცენტრი, სადაც ბავშვები დღის განმავლობაში საჭირო მომსახურებას მიიღებენ.