×

16 ივლისი, 2018

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მწუხარებას გამოთქვამს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო.

 

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მწუხარებას გამოთქვამს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო. სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და იმედოვნებს, რომ მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირები კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს.

 

ტრაგედიის ადგილზე დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი სოზარ სუბარი.

 

ტყიბულში ასევე გაემგზავრა ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სწრაფი რეაგირების ჯგუფი სააგენტოს დირექტორის, გრიგოლ კაკაურიძის ხელმძღვანელობით.

 

დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ.

 

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა და საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.