×

30 სექტემბერი, 2018

„ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ექვსი წლისთავზე, ხვალ მმართველი გუნდი პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს

1 ოქტომბერს, 10.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში“ გაიმართება მმართველი გუნდის შეხვედრა.

 

2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ექვსი წლისთავზე, გაკეთდება პოლიტიკური განცხადება.

 

შეხვედრას დაესწრებიან პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.