01 ოქტომბერი, 2018
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, განვლილი 6 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყანა თანმიმდევრულად ვითარდება.
„შევიკრიბეთ იმ მიზნით, რომ გავიხსენოთ და დღევანდელი რეალობა კიდევ ერთხელ შევაფასოთ. სამწუხაროდ, 6 წელიწადი აღმოჩნდა ძალიან ცოტა იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია პრინციპულად შეცვლილიყო, თუმცა თქვენ მონაწილეები ხართ, აბსოლუტური უმრავლესობა თქვენგან და თუ არ მონაწილეობდით, კარგად გახსოვთ, რაც ხდებოდა 2012 წლამდე, 2012 წლის შემდგომ როგორ თანმიმდევრულად ვცვლიდით ჩვენ იმ სიმახინჯეებს და ქვეყანა ვითარდება და მიგვყავს სწორი მიმართულებით. მიუხედავად ამისა, როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, დღეს ის ძალები, რომლებიც თავის დროზე მართავდნენ ქვეყანას, ჩვენდა სასირცხვილოდ, აი ეს ძალები დღეს ცდილობენ, ისევ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ ჩვენი საზოგადოება. რაც დააშავეს თვითონ, იმას ცდილობენ გადააბრალონ „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნებისგან“ მხარდაჭერილ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.