×
×

09 აპრილი, 2019

„მადლობა თავისუფლებისთვის“ - 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას „ქართული ოცნების “ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ პატივი მიაგო

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე პატივი მიაგეს  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

 

„ზუსტად ამ ადგილას, 30 წლის წინ,  ქართველმა ერმა, კონსოლიდირება შეძლო. მადლობა თავისუფლებისთვის - მოპოვებულ თავისუფლებას  განმტკიცება სჭირდება და ზუსტად ახალგაზრდები უნდა იყვნენ  ის ადამიანები, ვინც შეძლებენ, ქართული სახელმწიფოს ევროპული არჩევანის გზა კიდევ უფრო განამტკიცონ - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა გიორგი ჩაკვეტაძემ. 

 

ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ტიტებით შეამკეს, ასფალტზე სანთლებით მადლობა დაწერეს და ჰაერში მანათობელი ფრანები გაუშვეს. 

 

9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე "ქართული ოცნების" ქუთაისის და ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა.