×

29 ივნისი, 2019

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განცხადება

როგორც რამდენიმე დღის წინ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით,  ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

 

საკონსტიტუციო ინიციატივა - „პროპოციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია 1 ივლისს გაიმართება.

 

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პრეზენტაციაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

 

პრეზენტაცია 1 ივლისს, 14:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“  გაიმართება.