×

26 სექტემბერი, 2019

ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ რეგიონალური ორგანიზაციების აქტივთან შეხვედრები დაიწყო

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის რეგიონალური ორგანიზაციების აქტივთან შეხვედრები დაიწყო.

 

პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს გურიის რეგიონალური ორგანიზაციის აქტივთან  გაიმართა. შეხვედრაზე რეგიონის პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 

 

შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ გურიის რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, შტაბის წევრები, გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის, ჩოხატაურის  მერები და  საკრებულოს თავმჯდომარეები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარტიის ცენტრალური ოფისის წარმომადგენლები: რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გია ბენაშვილი და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თედო ისაკაძე.