29 სექტემბერი, 2019
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარტიის რეგიონულ ორგანიზაციებთან შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს პარტიის თავმჯდომარე სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე რეგიონის პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
პარტიის ცენტრალური ოფისიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გია ბენაშვილი, სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თედო ისაკაძე და პარლამენტის წევრები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და აქტივის წევრები.