11 ოქტომბერი, 2019
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამცხე-ჯავახეთის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე რეგიონის პრობლემებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტის დეპუტატები - გიორგი კოპაძე, ენზელ მკოიანი, სამველ მანუკიანი, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მოადგილეები და პარტიის აქტივი ესწრებოდა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გია ბენაშვილი და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თედო ისაკაძე.
პარტიის თავმჯდომარის შეხვედრები რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დასრულდა. ბიძინა ივანიშვილი შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, აჭარის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის ადგილობრივი საოლქო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და აქტივს შეხვდა.