×

29 აგვისტო, 2020

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ბათუმში ახლადაშენებული სპორტული კომპლექსი დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რესან კონცელიძემ და  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატმა ტიტე აროშიძემ, ბათუმში, ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი დაათვალიერეს.

მმართველი გუნდის ლიდერებს კომპლექსის დირექტორმა, ბაქარ ჩიტაიამ პროექტის დეტალები გააცნო და აღნიშნა, რომ ბათუმის უნივერსალურ სპორტულ კომპლექსში ახლა მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. 

ამ ეტაპზე, სპორტულ კომპლექსში ხდება დარბაზებისა და ტრიბუნის მოპირკეთება, დასრულდა სკამების მონტაჟი. პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფინანსებს. 

ბათუმში კიდევ ერთი მასშტაბური სპორტული პროექტი, ახალი სპორტული ბაზისა და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი 2 500 ბავშვზეა გათვლილი. მშენებლობაზე 50 ადამიანია დასაქმებული.