×

02 სექტემბერი, 2020

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა გორში, ბიო-დეგრადირებადი პარკების საწარმო დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, გორში, ბიო-დეგრადირებადი პარკების საწარმო დაათვალიერეს.

კომპანია „ეკო ჯორჯია“ პირველი საწარმოა საქართველოში, რომელიც აწარმოებს ბიოპლასტიკის გრანულებს, მასალას, რომლისგანაც ბიოდეგრადირებადი პარკი მზადდება. პროდუქტი პოლიეთილენის ალტერნატივაა და სრულად შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ 472-ე დადგენილებას, რომელიც პოლიეთილენის პარკების მოხმარებას, იმპორტს და რეალიზებას არეგულირებს.

კომპანია „ეკო ჯორჯიამ“ სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ სესხის თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლა. საწარმოში განხორციელებული ჯამური ინვესტიციის მოცულობამ 3 მილიონ ლარს გადააჭარბა.