×

03 სექტემბერი, 2020

„ქართული ოცნების“ ლიდერები ძამას ხეობაში გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ

ძამას ხეობაში აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მნიშვნელობის ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანის 16 კმ-მდე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის დასრულებაც სექტემბრის ბოლოს იგეგმება. სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა დუგლაძე.

მდინარე ძამაზე ახალი სახიდე გადასასვლელი, საყრდენი კედლები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა შენდება.

სამუშაოებზე დასაქმებულია 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, ადგილობრივი მცხოვრებლები.