11 სექტემბერი, 2020
იყო მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა საზოგადოების და ქვეყნის წინაშე, მაგრამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა იყო მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმიტომ, რომ მცხეთა-მთიანეთი არის მხარე მებრძოლი ხალხით, ისტორიული სოფლებით და მდიდარი კულტურით და შესანიშნავი ბუნებით.
მცხეთა-მთიანეთი არის მხარე, სადაც იქმნებოდა საქართველოს ისტორია. მცხეთა არის უძველესი სატახტო ქალაქი, საიდანაც იწყება ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება, სადაც იწერებოდა და იწყებოდა მართლმადიდებლობის ისტორია საქართველოში, ყაზბეგი, ჩვენი ქვეყნის კარიბჭე. ღირსეულად ხვდებოდნენ მტერს და ღირსეულად იცავდნენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. მებრძოლი მთიულები, ქსანელები, თიანელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ მეფისა და ქვეყნის ერთგულებით და ყოველთვის წარმატებულები იყვნენ სამშობლოს დაცვაში.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ამომრჩეველი მიიღებს ღირსეულ გადაწყვეტილებას და მხარს დაუჭერს ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის განვითარებაზე, ორიენტირებულია სახელმწიფოს და თითოეული მოქალაქის წარმატებაზე. მინდა ვუთხრა ჩვენს ამომრჩეველს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ამომრჩეველს, რომ ჩემი მთავარი მიზანი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ხალხის სამსახურში ყოფნა. ჩემი და ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია ის, რომ ჩვენ ვზრუნავთ საზოგადოებაზე, საზოგადოების კეთილდღეობაზე და ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ თუნდაც მიმდინარე წელს კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის დროს, როდესაც ადამიანის სიცოცხლე, ადამიანის ჯანმრთელობა და სახელმწიფო უსაფრთხოება პირველ ადგილზე, ყველაზე ძვირფასი და ღირებული გახდა. ვიბრძოლებთ და ყოველთვის მხარს დავუჭერთ ჩვენი რეგიონის განვითარებას.
ჩვენი მთავარი მიზანი დევნილების ყოფითი პირობების გაუმჯობესებაა, რომლებიც მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში საკმაოდ დიდ ჩასახლებებში ცხოვრობენ წეროვნის, წილკნის და ფრეზეთის ჩასახლებებში. შეძლებისდაგვარად, მათ მოვუწესრიგეთ ყოფითი პირობები, ასე გაგრძელდება მომავალშიც. ვერასოდეს შევძლებთ გავუკეთოთ იმის კომპენსირება, რაც 2008 წლის ომის შედეგად ჩვენმა ქსანელებმა და ხეობელებმა შეიგრძნეს, მაგრამ მე ღრმად მჯერა, ჩვენს გუნდთან ერთად მალე გავიმარჯვებთ და დავბრუნდებით ქსნის ხეობაში და დავბრუნდებით სამაჩაბლოშიც.
ჩვენი მთავარი მიზანი ტურიზმის განვითარება გახლავთ. სწორედ ტურიზმი იყო, რომელმაც გამოაცოცხლა მცხეთა-მთიანეთის რეგიონი. მცხეთა არის ქალაქი, მცხეთა, არის მუნიციპალიტეტი, რომელსაც გააჩნია ყველაზე დიდი პოტენციალი ტურიზმის განვითარებაში. ამიტომ, ამ მხრივ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ტურიზმის განვითარება იქნება.
მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა იქნება. მცხეთა-მთიანეთის რეგიონს და მცხეთის მუნიციპალიტეტს თავისი მდებარეობიდან გამომდინარე აქვს დიდი რესურსები, ძალიან დიდი მასშტაბები იმისათვის, რომ განვავითაროთ ბიო-მიმართულება იმიტომ, რომ ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ შევეჯიბრებით კახეთს, ქვემო ქართლს რაოდენობრივ მაჩვენებელში, მაგრამ ჩენ შეგვიძლია სოფლის მეურნეობის კუთხით შევქმნათ ისეთი საწარმოები, შევქმნათ ისეთი ფერმერული მეურნეობები, რომელიც ორიენტირებული იქნება ბიო-მეურნეობებზე და მას ექნება ძალიან დიდი მოთხოვნა როგორც შიდა, ასევე საგარეო ბაზრებზე.
ჩვენი მთავარი პრიორიტეტია განათლება. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არ დარჩება არცერთი საბავშვო ბაღი, არ იქნება არცერთი საჯარო სკოლა, სადაც არ იქნება შექმნილი შესაბამისი ინფრასტრუქტურული გარემო. ჩვენი მიზანი ხარისხიანი განათლების შექმნაა. ჩვენი მიზანი ასევე არის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამ მხრივ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა მცხეთის მუნიციპალიტეტში და მთლიანად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მაგრამ კვლავ რჩება ისეთი გამოწვევები როგორიცაა წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გაზმომარაგება და ასე შემდეგ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ურთიერთობა, რომელიც მე მქონდა, მაქვს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად მექნება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი, პარტია „ქართული ოცნების“ გუნდი დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვებს. თქვენთან უკვე ორი წელია ვთანამშრომლობ, ერთად ვიბრძვით აწყმოსა და მომავლის განვითარებაზე, ერთად ვიბრძვით ჩვენი რეგიონის წარმატებაზე, ერთად ვიბრძვით მცხეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტის განვითარებაზე.
მცხეთაში ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს „ქართულ ოცნებას“, ამიტომ მჯერა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ საქართველოს წარმატებისთვის!