×

19 სექტემბერი, 2020

პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა დაათვალიერეს, რომელიც ექსპლუატაციაში 2021 წელს შევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა დაათვალიერეს.

პროექტის დასრულების შემდეგ, მოძრაობა გაცილებით კომფორტული გახდება, გაიზრდება უსაფრთხოების დონე, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.

2020 წლის ბოლომდე, ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ექსპლუატაციაში შევა 70 კმ-მდე ჩქაროსნული მაგისტრალური გზა, რაც ისტორიულად რეკორდული მაჩვენებელია.