×

25 მაისი, 2014

პრემიერ-მინისტრმა თელავის მერობისა და მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოალიცია „ქართული ოცნების“ თელავის მერობისა და მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები დღეს თელავში გამართულ კოალიციის მხარდამჭერ აქციაზე წარადგინა თელავის მერობისთვის პლატონ კალმახელიძე იბრძოლებს, მუნიციპალიტების გამგებლობისთვის კი შემდეგი კანდიდატები :

1. საგარეჯო - გიორგი გზირიშვილი;

2. გურჯაანი - გია გერგიძე;

3. სიღნაღი - დავით ჯანიკაშვილი;

4. ლაგოდეხი - კახა ჯამბურია;

5. ყვარელი - ილია მზექალაშვილი;

6. დედოფლისწყარო - ნიკოლოზ ჯანიაშვილი;

7. ახმეტა - ბექა ბაიდაური;

8. თელავი - ალექსანდრე შათირიშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კოალიციამ სამშობლოს მოყვარული და ერთგული პიროვნებები შეარჩია. მისივე თქმით, „საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, 15 ივნისის გამარჯვება ერთი მთლიანი ციკლის დასასრული იქნება.