×

21 სექტემბერი, 2020

პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ჭიათურის წყალმომარაგების ახლად რეაბილიტირებული ქსელი დაათვალიერეს, რომლის შედეგად 20 000-მდე ადგილობრივი 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, ქალაქ ჭიათურის წყალმომარაგების რეაბილიტირებული ქსელი დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში მოეწყო წყლის სრულიად ახალი სათავე ნაგებობა, წყლის შემკრები რეზერვუარი, წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი და ჭაბურღილები. აგრეთვე, აშენდა საქლორატორო სადგური. რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ სატუმბ სადგურებსა და რეზერვუარებს, ასევე აშენდა ახალი რეზერვუარი.

ჭიათურას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა, განხორციელებული სამუშაოების შედეგად კი, ქალაქში არსებული პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრა და 20 000-მდე ადგილობრივი 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს.