×

13 აგვისტო, 2021

ლაგოდეხის მერობის კანდიდატის - ჯონდო მდივნიშვილის წარდგენა

როდესაც მოვდიოდი, ვუყურებდი, მთელი ნაკვეთები დამუშავებულია. ჩანს, როგორი მშრომელი ხალხი ცხოვრობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში და ამისთვის მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ხალხს. ამიტომ, ამ მშრომელ ხალხს სჭირდება მხარდაჭერა მთავრობისგან, მერისგან, მუნიციპალიტეტისგან და ჩვენი საზრუნავი სწორედ ეს უნდა იყოს.
დღეს წარმოგიდგენთ ჩვენს კანდიდატს, ეს არის მოქმედი მერი, ბატონი ჯონდო მდივნიშვილი. კაცი, რომელიც არის ენერგიული, მოტივირებული, საქმეზე ორიენტირებული და საქმის კაცი და სხვათაშორის, კრეატიული, თავისი ნიჭიერებით ყოველთვის ძალიან ბევრს აკეთებს. - ირაკლი ღარიბაშვილი

სხვადასხვა დროს, რამდენიმე ოჯახურ სასტუმროში გავჩერებულვარ და ვხედავდი, რომ ყოველ წელს მომსახურების მრავალფეროვნება იზრდებოდა. ეს არ არის საკმარისი, გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს. მეტი შესაძლებლობა უნდა შევქმნათ, ამიტომ ჩვენი გუნდის მოლოდინია, რომ მერი და საკრებულო უფრო მეტად იაქტიურებს მოსახლეობასთან, ბრწყინვალე ახალგაზრდებთან, რომლებთანაც მეც მქონია შეხება. - კახა კუჭავა

მე ჩემს გუნდთან ერთად, ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ამომრჩევლების მხარდაჭერის შემთხვევაში მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, კიდევ ერთად, ჩვენ ყველამ ვიზრუნოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის. იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტი იყოს საუკეთესო ადგილი ცხოვრებისა და დასვენებისათვის. მინდა გითხრათ გულწრფელად, რომ მერობა, ან რომელიმე თანამდებობა ჩემთვის არასოდეს არ ყოფილა თვითმიზანი, ეს არის რეალურად შესაძლებლობა ემსახურო საკუთარ მუნიციპალიტეტს და საყვარელ ხალხს. - ჯონდო მდივნიშვილი