×

18 აგვისტო, 2021

შუახევის მერობის კანდიდატის ომარ ტაკიძის წარდგენა

მთავრობას და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს უნიკალური პროექტები, კერძოდ, ტურიზმის მიმართულებით. აქ, ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიზიდულობას შევქმნით, სოფელ ჭვანში. ჩვენ ახლა ვიწყებთ 10 მილიონიან პროექტს, რომელიც იქნება ძალიან მომხიბვლელი პროექტი და ძალიან ბევრ ტურისტს მოიზიდავს, როგორც ადგილობრივს, ასევე უცხოელ ტურისტებს. ამას გარდა, ჩირუხის მთაზე მოეწყობა ევროპაში ყველაზე გრძელი, 1 700 მეტრიანი ზიპლაინი. ამ პროექტში დაიხარჯება 10 მილიონი ლარი. ეს არის საწყისი ბიუჯეტი, რომელიც მართლაც წარმოაჩენს ამ ულამაზეს მხარეს. - ირაკლი ღარიბაშვილი


აუცილებელია უფრო მეტი ტემპი, აქტიურობა, მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია, მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა, რომ ისინი ბოლომდე შევინარჩუნოთ რეგიონებში და მათ თავიანთი პოტენციალი მოახმარონ ამ კუთხეს - ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ამისთვის უნდა შევქმნათ მეტი შესაძლებლობა. წარმატებას ვუსურვებ მერობის კანდიდატს, ჩვენს ძლიერ გუნდს და დარწმუნებული ვარ, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. - კახა კუჭავა

 
მე მინდა, რომ ჩვენ მხარი დავუჭიროთ და ყველა მხარში დავუდგეთ ძალიან ღირსეულ, წესიერ, მშვიდ, მაგრამ ძალიან აქტიურ შუახევის მომავალ მერს, რომელსაც უკვე ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მიღებული ამ მუნიციპალიტეტში მუშაობის და ღირსეულ ნაკრებს, ჩვენი საკრებულოს გუნდის, როგორც ახალ სახეებს, ისე ძველ გვარდიას და კიდევ ერთად ვიზეიმოთ ერთი დიდი გამარჯვება ოქტომბერში. - თორნიკე რიჟვაძე


2017 წლიდან სრულად ვარ ჩართული ჩვენი მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში და კარგად ვიცი, ის გამოწვევები, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აწუხებს. მე მზად ვარ როგორც მერობის კანდიდატი დავიხარჯო ბოლომდე ჩემს გუნდთან ერთად, რომ ის გამოწვევები, ის საკითხები, რომელიც თითოეულ შუახეველს, თითოეულ აქ მცხოვრებს თითოეულ სოფელში აწუხებს, ღირსეულად მივიყვანოთ ბოლომდე. - ომარ ტაკიძე