×

25 აგვისტო, 2021

ზუგდიდის მერობის კანდიდატის მამუკა წოწერიას წარდგენა

ზუგდიდელებმა და მეგრელებმა, ძალიან კარგად იციან სიკეთის და ბოროტების, თეთრის და შავის გარჩევა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ზუგდიდი კიდევ ერთხელ გააკეთებს სწორ და ღირსეულ არჩევანს და „ქართული ოცნება“ ამ ქალაქში აუცილებლად დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

დარწმუნებული ვარ, ძალიან ღირსეულად, მშვიდად, ყოველგვარი პროვოკაციებისა და ექსცესების გარეშე ჩავატარებთ ამ არჩევნებს. ჩვენი ხელწერაა სიმშვიდე, სიმტკიცე და ღირსება. ასეთი სულისკვეთებით უნდა გავიმარჯვოთ და მამუკა წოწერიამ უნდა გაიმარჯვოს. - ირაკლი ღარიბაშვილი

სამეგრელოს პოტენციალი ყველა მიმართულებით  განუსაზღვრელია და ვალდებული ვართ ეს შესაძლებლობები  ბოლომდე გამოვიყენოთ. განსაკუთრებით ახალგაზრდებს დავეხმაროთ  პოტენციალის გამოყენებაში, იქნება ეს ცენტრალური, თუ ადგილობრივი მმართველობის კუთხით. ამიტომ, მნიშვნელოვანია არჩევნები, რომელიც ახლოვდება.  არჩევნები, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ იქნება თქვენი მერი, ვინ იქნებიან თქვენი საკრებულოს წევრები. - კახა კუჭავა

ჩემო მამუკა, უდიდესი ვალდებულება და უდიდესი პატივია იყო არჩეული ზუგდიდელების მიერ და ემსახურო ზუგდიდს. ზუგდიდს დღეს სჭირდება სტაბილური და თანმიმდევრული განვითარების გაგრძელება. ის რაც აქამდე ხდებოდა, ეს არის მიღწევა, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ საერთო შრომით გუნდის მხარდაჭერით და ზუგდიდი მართლაც იბრუნებს იმ სილამაზეს, იმ სიძლიერეს, რომელიც მას აქამდე ჰქონდა და ხდება საქართველოში ერთერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ცენტრი. ამიტომაც, კიდევ ერთხელ როდესაც ჩვენ წარვდგებით არჩევნებზე ზუგდიდელების წინაშე, რა თქმა უნდა ის წლები, რომელიც გამოვიარეთ, იყო გარკვეული გამოწვევებით აღსავსე, მაგრამ ვერ და არ შეედრება, ის, რაც დღეს ზუგდიდში კეთდება ნებისმიერ სხვა დროს რაც ყოფილა ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ. - ირაკლი ჩიქოვანი

ზუგდიდი ჩემი ოჯახია, მასთან არის დაკავშირებული ჩემი წარსული, აწმყოცა და მომავალიც. აქ იზრდებიან ჩემი შვილები და ბუნებრივია, რომ ქვეყნად ზუგდიდი ჩემთვის  ყველაზე საყვარელი ადგილია.  სამეგრელოს გული, სადაც ცხოვრობენ კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე, ინტელიგენტი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები. ზუგდიდს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა და ასეა დღესაც, ის მრავალი ისტორიული ქარტეხილის მონაწილეა და ღირსებით ჩემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი თავისუფლების მოყვარე ხალხი არასოდეს დანებებულა. - მამუკა წოწერია